logo_geo
eng_logo
წყალდიდობას საბერძნეთში მსხვერპლი მოჰყვა
- +

15 ნოემბერი. 2017. 22:04



გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას საბერძნეთში სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქები მანდრა, ნეა პერამოსი და ნეგერა დააზარალა. ტალახის მასებით დატბორილია ქუჩები. ასობით მოსახლეს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.


დახმარების თხოვნით სამაშველო სამსახურში მხოლოდ ნეა პერამოსიდან 160-მდე შეტყობინება შევიდა. მაშველებმა ავტომობილში ჩარჩენილი არაერთი მგზავრი გადაარჩინეს. ერთი დღით ადრე, საბერძნეთის ხელისუფლებამ სტიქიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კუნძულ სიმიზე, სადაც გადაუღებელი წვიმის შედეგად კუნძულის დიდი ნაწილი დაიტბორა.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner