logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული სიტუაცია გადაუდებელ ქმედებებს ითხოვს
- +

16 ნოემბერი. 2017. 10:26



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აზიის ტურნეს მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი „მსოფლიოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანება" იყო.


„ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საფრთხე წინა ადმინისტრაციების დროს მუდმივად იზრდებოდა და ახლა ეს საფრთხე გადაუდებელი ქმედებების განხორციელებას ითხოვს.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აღიარა, რომ ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთმა პირობა დადო, კეთილსინდისიერად შეასრულოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში.







 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner