logo_geo
eng_logo
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კომენდანტის საათი გამოცხადდა
- +

16 ნოემბერი. 2017. 12:21



თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში კომენდანტის საათი დააწესა. არსებული ინფორმაციით, კომენდანტის საათი დიარბაქირის პროვინციის 12 სოფელშია დაწესებული და რეგიონში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.

 

„კომენდანტის საათი 16 ნოემბრის 06:00 საათიდან დაწესდა. ეს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სამართალწესრიგის უზრუნველსაყოფად კეთდება. არსებული ინფორმაციით, რეგიონში „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები იმყოფებიან. კომენდანტის საათის მოქმედების დასრულების დრო მოგვიანებით გამოცხადდება", - ნათქვამია სააგენტო „Dogan"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.








 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner