logo_geo
eng_logo
აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

12 იანვარი. 2018. 15:41



აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „აპა" იუწყება.


აღსანიშნავია, რომ პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.


აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner