logo_geo
eng_logo
ირანში ზედიზედ 3 მიწისძვრა მოხდა
- +

13 იანვარი. 2018. 12:32



ირანი-ერაყის საზღვართან მაგნიტუდით 4,3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის წყნარი ოკეანის სეიმსური ცენტრი იტყობინება.


მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, ადგილობრივი დროით ღამის 03:33 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა ირანის ქალაქ ილამსა და ერაყის დასახლებულ პუნქტ მენლეს შორის მოხდა.


რამდენიმე საათით ადრე, ამავე ტერიტორიაზე მაგნიტუდით 4,6 და 3,9 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.


ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


2017 წლის 12 ნოემბერს ირანი-ერაყის საზღვართან მაგნიტუდით 7,1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.


 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner