logo_geo
eng_logo
ტრაბზონის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
- +

14 იანვარი. 2018. 14:00



თურქეთში, ტრაბზონის აეროპორტში Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რეისს ანკარადან ასრულებდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა და ავარია განიცადა.


Haberturk-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ყველა მგზავრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ტრაბზონის აეროპორტში წვიმდა და ნისლი იყო.


თვითმფრინავში 164 ადამიანი იმყოფებოდა.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner