logo_geo
eng_logo
ფილიპინებზე ვულკანის გააქტიურების გამო ევაკუაციის ზონა გაფართოვდა
- +

16 იანვარი. 2018. 14:20


ფილიპინების ხელისუფლებამ ვულკან მაიონის ამოფრქვევის საშიშროების გამო ევაკუაციის ზონა გააფართოვა. ამის შესახებ გამოცემა Philippine Star-ი წერს. მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ევაკუირებულთა მისაღებად 18 ცენტრი მოქმედებს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლში მანამდე არ დაბრუნდნენ, სანამ ვულკანის აქტივობა არ შესუსტდება.


ფილიპინების სეისმური სამსახურის ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის მესამე დონე ნარჩუნდება.


„ეს იმას ნიშნავს, რომ მაგმა კრატერთანაა და ამოფრქვევა შეიძლება უახლოეს დღეებში მოხდეს," - ნათქვამია სეისმური სამსახურის განცხადებაში.


სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს ურჩევენ, ვულკანის სიახლოვეს ფრენებს თავი აარიდონ.


ბოლო 500 წლის განმავლობაში, ვულკანმა 50-ჯერ გაანადგურა ახლოს მდებარე სოფლები. 2013 წლის 7 მაისს, ამავე მთაზე გავრცელებულმა ვულკანურმა ფერფლმა ხუთი მთასვლელი, მათ შორის, სამი გერმანელი ტურისტი იმსხვერპლა.




 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner