logo_geo
eng_logo
რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე ავტომობილი ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი
- +

19 იანვარი. 2018. 13:34



კოპაკაბანას სანაპიროზე ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა, 8 თვის ბავშვი კი დაიღუპა.


ტელეარხ Globo-ს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი დაკავებულია. ის 41 წლის ანტონიო დე ალმეიდა ანაკიმია. მისი მტკიცებით, მან საჭე ეპილეპტიკური შეტევის გამო ვერ დაიმორჩილა.


თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა.


მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner