logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული ძალების მოდერნიზებას გეგმავს
- +

19 იანვარი. 2018. 21:07



საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული ძალების მოდერნიზებას გეგმავს. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ სწორედ ბირთვული შეკავების შესაძლებლობა ანიჭებს ქვეყანას თავისუფლად მოქმედების და სტრატეგიული ავტონომიის უფლებას საერთაშორისო კონტექსტში, რაც თავის მხრივ, სისუსტეს არ ითვალისწინებს.


მაკრონის განცხადებით, მთავარი აქცენტი ორ შემდგენელზე - ოკეანის ძალებსა და საჰაერო ძალებზე გაკეთდება.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების რეაგირების შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე იქნება მხარდაჭერილი, 2020 წლისთვის კი სამხედრო ოპერაციების ბიუჯეტი 450 მილიონი ევროდან, 1.1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner