logo_geo
eng_logo
ვენესუელას მოქალაქეები ტოვებენ და თავშესაფარს კოლუმბიაში ეძებენ
- +

20 იანვარი. 2018. 02:47



ეკონომიკური კრიზისის გამო, ვენესუელას მოქალაქეები ტოვებენ და კოლუმბიას აფარებენ თავს. ბოლო 6 თვის განმავლობაში, კოლუმბიაში 62%-ით გაიზარდა იმიგრაციის დონე. ოფიციალური მონაცემებით, 550 ათასმა ვენესუელელმა უკვე გადაკვეთა კოლუმბიის საზღვარი და მათი უმეტესობა, იქ არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


ათასობით ვენეულელმა კი, უკვე აიღო ე.წ. „მიგრაციის ბარათი", რომლითაც მათ უფლება მიეცათ, კოლუმბიის საზღვართან,  შეღავათიან ფასად, საკვები პროდუქტები შეიძინონ. ეს ბარათი 2017 წელს 30 ათასზე მეტმა ვენესუელელმა გამოიყენა.


ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში მაცხოვრებელთაგან მხოლოდ 126 ათას ვენესუელელს აქვს ქვეყანაში დარჩენის უფლება. მათ შორის კი, 69 ათასი ე.წ. „ჰუმანიტარული ვიზით" სარგებლობს.


გასულ კვირას, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო მზადაა, დაეხმაროს იმ მიგრანტებს, რომელთაც კრიზისის გამო მოუწიათ საკუთარი ქვეყნის დატოვება.


 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner