logo_geo
eng_logo
მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს
- +

5 მაისი. 2018. 16:47

 

 

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.

 

დღეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზატორობით მისი მომხრეები რუსეთის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციისადმი არის მიძღვნილი და ტარდება ლოზუნგით - „ის ჩვენი მეფე არ არის“. ბევრ ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და პეტერბურგში ღონისძიებები არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული.

 

სამართალდამცველებმა სხვადასხვა რეგიონებში ნავალნის მომხრეები დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×