logo_geo
eng_logo
მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძალაუფლების გადამეტების გამო დააკავეს
- +

24 მაისი. 2018. 01:40

 

 

მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლაა გრუევსკი ძალაუფლების გადამეტების გამო დააკავეს. მას ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის მიზნით ტენდერის გაყალბებას ედავებიან. საუბარია ტყვიაგაუმტარ Mercedes Benz-ზე, რომელიც მან 2012 წელს დაახლოებით 600,000 ევროდ შეიძინა.

 

გამოძიების მტკიცებით, გრუევსკიმ სატენდერო კომისიაზე ზეწოლა მოახდინა.

 

მაკედონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა 2016 წელს, საპროტესტო აქციების ფონზე, ფარული ჩანაწერების გამო დატოვა. ოპონენტები გრუევსკის 2,1 მილიონიან ქვეყანაში 20,000-მდე მოქალაქის ფარულ მიყურადებას ედავებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×