logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის 11 საქართველოს მოქალაქეა
- +

25 მაისი. 2018. 13:18

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით 634 პატიმარი შეიწყალა.

 

შეწყალებულებს შორის უცხო ქვეყნების 39 მოქალაქეა, მათ შორის 11 საქართველოს მოქალაქე, 5 - ჩინეთის, ოთხ-ოთხი რუსეთისა და ირანის, სამ-სამი თურქეთისა და ბანგლადეშის, ორ-ორი თურქმენეთისა და ყაზახეთის და ასევე უზბეკეთის, კამერუნის, ინდოეთის, ავღანეთისა და უკრაინის მოქალაქეები. შეწყალებულებს შორის ასევე 12 ოპოზიციონერია.

 

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი 28 მაისს აღინიშნება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×