logo_geo
eng_logo
ჯონ მაკკეინს ხვალ დაკრძალავენ
- +

1 სექტემბერი. 2018. 22:41

 

 

ხვალ სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. ჯონ მაკკეინს ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში დაკრძალავენ, სადაც აშშ-ს საზღვაო აკადემია მდებარეობს, რომელიც სენატორმა დაამთავრა.

 

მაკკეინმა, რომელიც 25 აგვისტოს ტვინის სიმსივნით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჯერ კიდევ საკუთარ სიცოცხლეში განსაზღვრა იმ სტუმრების სია, რომლებიც მის დაკრძალვას უნდა დაესწრონ.

 

აღნიშნულ სიაში თითქმის ყველა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი მოხვდა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდა. სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები: ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში (უმცროსი).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×