logo_geo
eng_logo
უნგრეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც უსახლკაროებს ღამით ქუჩაში დაძინებას უკრძალავს
- +

16 ოქტომბერი. 2018. 02:10

 

 

უნგრეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც უსახლკაროებს ქუჩაში ღამით დაძინებას უკრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, პოლიციას ეძლევა უფლება, გააძევოს უსახლკარო ქუჩიდან ან ძალის გამოყენებით გადაიყვანოს ის თავშესაფარში. 90-დღიან პერიოდში რეგულაციის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში, უსახლკარო პირს პატიმრობა ემუქრება.

 

სხვადასხვა შეფასებით, უნგრეთში 20 000-დან 50 000-მდე უსახლკარო ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ქვეყნის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება. ამავე დროს, სახელმწიფოს სპეციალურ თავშესაფრებს ღამის გასათევით მხოლოდ 11 000 ადამიანის უზრუნველყოფა შეუძლია.

 

უნგრეთის პარლამენტის მიერ ივნისში დამტკიცებული კანონი გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა. გაერო-ს უწყების ცნობით, ახალი კანონი, რომელიც უსახლკაროების კრიმინალიზებას ახდენს, მკაცრია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას.

 

უნგრეთის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტით უსახლკარო პირების დასახმარებლად 32 მილიონ დოლარზე მეტია გათვალისწინებული. ამას გარდა, ხელისუფლება თავშესაფრების გაფართოებას გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×