logo_geo
eng_logo
პატრიარქი ფილარეტი: რუსეთს არ მივცემთ საბაბს, ჩაერიოს უკრაინის საქმეებში
- +

5 ნოემბერი. 2018. 10:21

 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ მოხდება „რეიდერობა“, რითაც მოსკოვი მორწმუნეებს და ღვთისმსახურებს აშინებს.

 

„ეს სურს მოსკოვს, რათა მიეცეს საბაბი, ჩაერიოს უკრაინის შინაურ საქმეებში. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ომი აღმოსავლეთში, სადაც რუსეთი ვითომცდა იცავდა რუსულენოვან მოსახლეობას. ახლა სურს, მოიპოვონ საბაბი მართლმადიდებლების დასაცავად“, - განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა.

 

მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებამ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის თაობაზე, წარმოშვა კამათი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო. მოსკოვმა რამდენჯერმე დაადანაშაულა კონსტანტინოპოლი „რეიდერობაში“, რაშიც იგულისხმება მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი საეკლესიო ქონების, მრევლისა და ღვთისმსახურების შესაძლო გადასვლა დამოუკიდებელი უკრაინის ეკლესიის განკარგულებაში.

 

11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.

 

21 ნოემბერს კიევში გაიმართება საეკლესიო საბჭოს სხდომა ე.წ. სობორი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის თაობაზე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner