logo_geo
eng_logo
გერმანიაში ორი უმსხვილესი ბანკის შერწყმის შედეგად შესაძლოა, რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდეს
- +

17 მარტი. 2019. 20:42

 

Deutsche Bank-ი, რომელიც გერმანიის საბანკო სისტემაში აქტივების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა, გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებს Commerzbank-თან მართავს. Commerzbank-ი გერმანიაში მეოთხე, ყველაზე დიდი საკრედიტო ორგანიზაციაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია საფინანსო ორგანიზაციებმა მათი დასრულების შემდეგ, ოფიციალურად დაადასტურეს.

 

მათი გაერთიანების წინააღმდეგ გერმანიაში პროფკავშირები უკვე გამოვიდნენ. ისისნი აცხადებენ,  ბანკების შერწყმის შედეგად შესაძლოა, რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდეს.

 

დღეის მონაცემებით, Deutsche Bank-სა და Commerzbank-ში ერთად 140 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×