logo_geo
eng_logo
დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- +

18 მარტი. 2019. 12:51

 

დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. თავდასხმა ქალაქ სტან-ველში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცმა ახალგაზრდას დანით მიაყენა ჭრილობები. დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ქვეყნის კონტრტერორისტული სამსახურის ცნობით, ბრალდებული ულტრამემარჯვენე შეხედულებების მომხრე იყო და თავდასხმის დროს რასისტული შინაარსის შეძახილებს იყენებდა.

 

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ტერეზა მეიმ სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმი დაგმო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×