logo_geo
eng_logo
„იმისთვის, რომ რუსეთის მეზობელი იყო, უნდა იყო მომთმენი“
- +

18 მარტი. 2019. 23:04

 

ნორვეგიას ელექტრონული მტკიცებულებები გააჩნია, რომ რუსეთის ძალები NATO-ს ბოლო სამხედრო წვრთნების დროს, GPS სისტემების სიგნალს ახშობდნენ და მეზობელი ქვეყნისგან განმარტებას მოითხოვს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე-ენსენმა განაცხადა.

 

ფინეთმა და ნორვეგიამ, ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადეს, რომ რუსეთი გამიზნულად იწვევდა GPS-ის სისტემების სიგნალების შეფერხებებს სამხედრო წვრთნებამდე და წვრთნების განმავლობაში, რამაც ასევე იმოქმედა სამოქალაქო ავიაციის ნავიგაციაზე არქტიკაში.

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთმა ეს ბრალდებები უარყო და მტკიცებულებები მოითხოვა, რომელიც ნორვეგიამ უკვე გადასცა.

 

„იმისთვის, რომ რუსეთის მეზობელი იყო, უნდა იყო მომთმენი“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×