logo_geo
eng_logo
კონგრესმენი ჯერალდ კონოლი: პუტინის აგრესიული რუსეთი ევროპას საფრთხეს უქმნის
- +

19 მარტი. 2019. 18:14

 

 

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, მშვიდობის შენარჩუნება კი თავდაცვაში ინვესტირებაა.

 

კონგრესმენმა „New Atlanticist“-თან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

 

კონგრესმენმა ასევე ისაუბრა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად NATO-ს მნიშვნელოვან როლზე.

 

„საბჭოთა კავშირი და ახლა უკვე რუსეთი ძალიან ფრთხილობენ NATO-ს წევრი ქვეყნების საზღვრებთან მიმართებით. ეს კოლექტიური უსაფრთხოების ფასეულობის შესახებ მრავლისმეტყველი ფაქტია.

 

აქ ჩვენ ერთად ვდგავართ. ერთის წინააღმდეგ შეტევა, ყველას, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევაა. გასული სამოცდაათი წლის განმავლობაში ეს ძალიან ძლიერი და ეფექტური გზავნილი იყო“, - განაცხადა კონოლიმ. 

 

კონგრესმენი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ყირიმის არაკანონიერი ანექსირების, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის, სუვერენული საქართველოს ტერიტორიისა და მოლდოვის ნაწილის არაკანონიერი ოკუპაციის თაობაზე ცალსახა პოზიცია, რუსეთისადმი მკაფიო და უტყუარი გზავნილის მისაწოდებლად. 

 

მანვე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი აგრესიული რუსეთი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს ჰგავს, საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტზე მშვიდობასა და სტაბილურობას - არამხოლოდ ევროპაში.

 

„შეგვიძლია ევროპით დავიწყოთ - რუსეთი შეიჭრა საქართველოს, მოლდოვისა და რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიებზე და შელახა მათი სუვერენიტეტი. ჩვენი სამუშაო შეუსრულებელია. მშვიდობის შენარჩუნება ნიშნავს თავდაცვაში ინვესტირებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი შეკავება მოხდა, რაც ყველასთვის, მათ შორის ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთისათვისაც ხილვადი იყოს“, - განაცხადა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარე კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×