logo_geo
eng_logo
უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა
- +

21 მარტი. 2019. 12:01

 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 1 მარტს გამოცემულ ბრძანებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის მიმართ გამოძიება განახლდა.

 

„ჩემი გატაცებისა და უკრაინიდან გაძევების შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ, როგორც კი გავაკეთე განცხადება უკრაინაში ჩემი დაბრუნების შესახებ, მათ მაშინვე განაახლეს საქმის წარმოება (ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ). თუ მე კრიმინალი ვიყავი, მაშინ რატომ შეაჩერეს გამოძიება და ერთი წლის შემდეგ, რაც პოლიტიკური განცხადება გავაკეთე, რა შეიცვალა, რომ მე კვლავ „კრიმინალი“ გავხდი? ამ  ადამიანებმა არ იციან, როგორ წარმართონ დებატები, მათი იარაღი სისხლის სამართლის საქმეები, ქრთამი, შანტაჟი, ფიზიკური გაძევება და ოპონენტების აღმოფხვრაა!“ - წერს სააკაშვილი.

 

სააკაშვილი პოროშენკოს გულშემატკივრებს მოუწოდებს, შეწყვიტონ „ჭკვიანი სახეებით“ ხალხის მოტყუება.

 

„ეს არჩევნები არის უკანასკნელი შანსი, გადარჩეს უკრაინის სახელმწიფოებრიობა და ყველა, ვინც ხმას მისცემს პოროშენკოს, მხარს დაუჭერს უკრაინის დასასრულს“, – წერს სააკაშვილი.

 

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.

 

 

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.

 

 

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×