logo_geo
eng_logo
ჯიმი კარტერი ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი გახდა
- +

23 მარტი. 2019. 22:50

 

 

ჯიმი კარტერი ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „The Hill“ ავრცელებს. თეთრი სახლის რიგით 39-ე ლიდერმა, უფროსი ჯორჯ ბუშის რეკორდი გააუმჯობესა. ბუში 94 წლის და 171 დღის გარდაიცვალა. კარტერს 95 წელი 2019 წლის ოქტომბერში შეუსრულდება.

 

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ის 91 წლის მეუღლესთან ერთად ყოველწლიურ პროექტში მონაწილეობს და გაჭირვებულთათვის სახლების მშენებლობის საქმეშია ჩართული. ამის გარდა ქვეყნის ყოფილი ლიდერი ბაპტისტურ საკვირაო სკოლაში ლექციებს კითხულობს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მეთაური ჯიმი კარტერი 1977-81 წლებში იყო. 1979 წელს კარტერმა და სსრკ-ს ხელმძღვანელმა ლეონიდ ბრეჟნევმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×