reportiori.ge - პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო ეთიკის კოდექსის დახვეწაზე მსჯელობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 05 აპრილი, 2020. 23:21
პოლიტიკა
პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო ეთიკის კოდექსის დახვეწაზე მსჯელობენ
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 15:42

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებით, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიშეხვედრა მიმდინარეობს. როგორც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს ხმაურიანი, მაგრამ დეპუტატებმა უნდა დაიცვან ეთიკის ნორმები.

,, თუ ეთიკის ნორმებს ყურადღება არ მივაქციეთ,  ეს არც საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს და არც  საზოგადოებას მოუტანს სიკეთეს", _განაცხადა უსუფაშვილმა.


გასულ წელს, საპარლამენტო ეთიკის თემასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც,  მნიშვენლოვანია, პარლამენტში განახლებული ეთიკის კოდექსის ამოქმედება.

 

" ხშირად პარლამენტარები ერთმანეთს არაეთიკურად მიმართავენ. ვხედავთ , რომ ადგილი აქვს ქსენოფობიურ გამონათქვამებს, რაც ასევე პრობლემატურია და ქცევის კოდექსში ეს ყველაფერი უნდა იყოს ასახული", - მიიჩნევს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ეკა გიგაური. 

 

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პარლამენტის წევრების უმრავლესობ  არსებული სისტემის შენარჩუნებას ამჯობინებს, ნაწილი კი - დაინტერესებულია ახალი კოდექსის მიღებით.

თავად ორგანიზაცია საკუთარ რეკომედაციებში აღნიშნავს, რომ ეთიკის კოდექსი პარლამენტის რეგლამენტის ნაწილი უნდა გახდეს.


ამ წუთებში უმრავლესობის, უმცირესობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებ, სწორედ, ღნიშნულ თემებზე  მსჯელობენ.
დღევანდელი შეხვედრა  დემოკრატიული ინსიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ODIHR მიერაა ორგანიზებული.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016