reportiori.ge - ლუის ნავარო: ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი და „ქართული ოცნება“ NDI-ს რეიტინგში ლიდერები არიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2019. 10:39
პოლიტიკა
ლუის ნავარო: ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი და „ქართული ოცნება“ NDI-ს რეიტინგში ლიდერები არიან
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 16:24

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის დირექტორის, ლუის ნავაროს განცხადებით პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე-დავით უსუფაშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ დროისთვის საქართველოში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ერთეულებად რჩებიან.

  ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის კი ყველაზე მოწონებადი დავით ბაქრაძეა.  რაც შეეხება პარტიების მაჩვენებელს,  კითხვაზე, რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენ შეხედულებებთან, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთი ერთთან შეფარდებით უსწრებს.

    „საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ საზოგადოების მხარადჭერის მხრივ,  ჩვენ არ ვიცით მოსახლეობის თითქმის ნახევარი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.  ამჟამინდელი სურათით გიორგი მარგველაშვილი, ნაციონალური მოძრაობის დასახელებულ კანდიდტს, სამი ერთთან შეფარდებით უსწრებს.  მას მოყვება ნინო ბურჯანაძე 5 %-ით,  გიორგი თარგამაძე 4%,  სალომე ზურაბიშვილი და შალვა ნათელაშვილი კი სამ-სამ პროცენტს ინაწილებენ.“ – აცხადებს ლუის ნავარო.

    NDI-ს თბილისის ოფისის დირექტორის განმარტებით, საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პარტიების ინდივიდუალურ ლიდერებს უფრო დიდი მხარდაჭერა აქვთ,  ვიდრე პარტიებს,  რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.

  შეგახსენებთ რომ კვლევა წელს, 16 ივნისს დაიწყო და 26 ივნისს დასრულდა. გამოკითხულია 2 300-ზე მეტი რესპონდენტი. განმეორებითი კვლევების ჩატარება საპრეზიდენტო  არჩევნების წინა პერიოდშიც იგეგმება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016