reportiori.ge - ალასანიას თქმით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2019. 00:59
პოლიტიკა
ალასანიას თქმით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 16:32

თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ სამინისტროში პრესკონფერენციაზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავღანეთში მივლენილი ჯარისკაცები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

„გუშინწინ ავღანეთიდან ბოლო მივლენილი დელეგაცია დაბრუნდა.  ის ორი სამხედრო ბაზა, რომელიც უნდა დახურულიყო, უკვე დაიხურა. ჯარისკაცები გადასული არიან სხვა დისლოკაციის ადგილზე. ამ დროისთვის, ჩვენს სამხედროებს მისიის შესრულება ბევრად უსაფრთხო გარემოში მოუწევთ. შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ უზრუნველგვეყო არსებულ პირობებში ჩვენი ჯარისკაცების მისიის უსაფრთხოება“, –განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ,რომ მას შემდეგ, რაც გასულ შემოდგომაზე სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, საქართველო სამხედრო ძალების ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანა გახდა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ამჟამად, მათი რიცხვი 1 560–ს აღემატება. საქართველომ  თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის, პირველად, 2004 წელს გაგზავნა. მაშინ, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით მსახურობდა გერმანული სარდლობის მეთვალყურეობით.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016