reportiori.ge - სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" კონფერენცია მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2019. 00:42
პოლიტიკა
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" კონფერენცია მიმდინარეობს
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 12:20

კონფერენციის მიზანი საკანონმდებლო პროცესების გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმართვაა. დისკუსიაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების ოფისის წევრებთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი. შეხვედრის ძირითადი აზრი საზოგადოების  საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულობაა. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებისა და მიღების პროცესში, პარლამენტი მთავრობის ოპონენტია"ოპონირებასა და დებატებში იბადება სწორი აზრი. ჩვენ არ გვინდა ოპონირება ოპონირებისთვის და დებატები - დებატებისთვის. გვინდა, ამ პროცესის შედეგი დემოკრატიულ სტანდარტებთან მეტად მიახლოებული კანონმდებლობა იყოს. კანონის მიღებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ამ კანონის აზრი საზოგადოებას გათავისებული აქვს, თავსმოხვეული და ნაჩქარევად მიღებული საკანონმდებლო აქტები განწირულია, - განაცხადა  დავით უსუფაშვილმამისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გატარდეს ისეთი ტიპის რეფორმები, რომლის საშუალებითაც, საზოგადოებას პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროექტების შესახებ მეტი ინფორმაცია ექნება. შეხვედრაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო კონტროლის მექანიზმებზეც მსჯელობენ.  შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლების მხარდაჭერით ტარდება. 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016