reportiori.ge - შირაკ ტოროსიანი: ყირიმის მაგალითზე ჯავახეთის სომხურმა დიასპორამ შესაძლოა დამოუკიდებლობა მოითხოვოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2020. 15:25
პოლიტიკა
შირაკ ტოროსიანი: ყირიმის მაგალითზე ჯავახეთის სომხურმა დიასპორამ შესაძლოა დამოუკიდებლობა მოითხოვოს
18 აპრილი, 2014. 13:41


სომეხი ექსპერტები ჯავახეთის სომხური სათვისტომოს პოზიციებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთების მაგალითზე ჯავახეთის სომხურმა დიასპორამ შესაძლოა, დამოუკიდებლობა მოითხოვოს.


იმ შემთხვევაში, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, სავსებით მოსალოდნელია, რომ ჯავახეთში თურქული ჯარი დააყენონ", - განაცხადა სომხეთის პარლამეტის წევრმა, სომეხთა კავშირ „ჯავახკის" თავმჯდომარე შირაკ ტოროსიანმა და იქვე დასძინა, რომ „სომხური სათვისტომოს მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები გამორიცხულია, თუმცა შესაძლებელი".


საქართველოს NATO-ში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა, ზუსტად ამ ასპექტში განვითარდება ახალი დაპირისპირება საქართველი-რუსეთს შორის. ამავდროულად, თურქული ჯარის საქართველოში შესაძლო შემოყვანა შეშფოთებას იწვევს"- აღნიშნა დეპუტატმა.


მისივე თქმით, იქნება ეს NATO  თუ სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია ნებისმიერი სხვა სახელით, ჯავახეთის სომხურ ეთნოსში ეს ნაბიჯი თავდაცვის რეფლექსს გამოიწვევს".


ეს ჩვენში გენეტიკურად დევს. რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია, გახდეს NATO-წევრი და მას თავისი ამოცანები აქვს, თუმცა სომხური ეთნოსი არასდროს აიტანს თურქ ჯარისკაცებს მათი დასახლების ადგილებში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სახელმწიფოში ცხოვრობენ სომხები"- განაცხადა შირაკ ტოროსიანმა და დასძინა, რომ სომხების მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები არ პროგნოზირდება, თუმცა თურქული ჯარის შემოყვანა სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016