reportiori.ge - თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ შტაბს ქმნიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 16 დეკემბერი, 2018. 11:58
პოლიტიკა
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ შტაბს ქმნიან
ავტორი:
24 სექტემბერი, 2014. 17:26

 

 

გიორგი დვალი

 

 

თბილისთან ახლოს მდებარე კრწანისის სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში თურქი, აზერბაიჯანელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული წვრთნები მიმდინარეობს. „წვრთნების მიზანია მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიულ ურთიერთქმედებას მილსადენების დაცვაში", - აცნობეს „კომერსანტს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და დააზუსტეს, რომ საკითხი პირველ რიგში ეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც გადის.



ნახჭევანში ამასწინანდელი შეხვედრის დროს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ნავთობსადენის უკეთესად დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივ ძალისხმევაზე მოილაპარაკეს, მათ შორის ერთობლივი ბრიგადის შექმნის თაობაზეც. „კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გაერთიანებული შეიარაღებული ქვედანაყოფის შექმნისაკენ მიმართული პირველი ნაბიჯია", - განმარტა სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირკალი ალადაშვილმა. მან არ გამორიცხა, რომ „აუცილებლობის შემთხვევაში ერთობლივი ბრიგადა მილსადენს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაიცავს". როგორც ექსპერტმა გაიხსენა, „ჯერ კიდევ 2001 წელს კრწანისში იმავე მიზნით ჩატარდა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უკრაინის საარმიო ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნები". მისი თქმით, თუ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტს მართლაც სტრატეგიული მილსადენების დაცვისათვის გამოიყენებენ, ამაში გასაკვირი არაფერია - 2008 წლის ომის დროს ნავთობსადენი რუსეთის შეტევის ობიექტი გახდა... ასე რომ, მის დასაცავად ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული ბრიგადის შექმნა სრულიად ლოგიკურია".




http://www.kommersant.ru/doc/2573883?isSearch=True





(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016