reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ირანთან უვიზო რეჟიმს განვაახლებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2019. 14:26
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ირანთან უვიზო რეჟიმს განვაახლებთ
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 22:43



საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „Reuters"-თან ინტერვიუში საქართველო- ირანის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.


კვირიკაშვილის განცხადებით, ირანთან უვიზო მიმოსვლის განახლება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ირანს შეუძლია რეგიონში განახლებული დინამიზმის შემოტანა.


 

ირანს შეუძლია რეგიონში და მის ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირში, განახლებული დინამიზმის შემოტანა. ირანთან თანამშრომლობის პერსპექტივები შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს ევროპული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ქვეყანა აკავშირებს აზიასა და ევროპას. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები, ორი დღის წინ პრეზიდენტ რუჰანისთან ჩემი სატელეფონი საუბრის ჩათვლით, რომლის დროსაც განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები. ირანთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიცია, პირველ რიგში, კულტურული ურთიერთობები და ტურიზმი, რომლებიც დასაწყისისთვის შეიძლება გახდეს თანამშრომლობის შესანიშნავი მიმართულებები. ამისთვის ჩვენ განვაახლებთ უვიზო რეჟიმს ირანთან. შედეგად, გაიზრდება ირანელი სტუმრების რიცხვი, ბიზნესმენების ჩათვლით, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ ბიზნესშესაძლებლობების მოსასინჯად. ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით. საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე კი მას აძლევს შესაძლებლობას, შესთავაზოს ირანსა და ევროპას თანამშრომლობის პერსპექტივა",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016