reportiori.ge - ჯორჯო ლაციო: NATO-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას შავ ზღვაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2019. 13:59
პოლიტიკა
ჯორჯო ლაციო: NATO-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას შავ ზღვაზე
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 13:39


NATO-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა, კონტრ-ადმირალმა ჯორჯო ლაციომ ბათუმში შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული საზღვაო ძალების სახელით გიორგი მღებრიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა ბათუმის ნავსადგურში გამართული დახვედრის ღონისძიების გამო.



მისი თქმით, NATO-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შავ ზღვაზე.



დღეს აქ ვიმყოფებით, რათა ხაზი გავუსვათ NATO- მხარდაჭერას, ძლიერ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას საქართველოსთან.
ბოლოს
როდესაც აქ იმყოფებოდა NATO- მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი, 2013 წელი იყო. მას შემდეგ მსოფლიომ ნახა დრამატული ცვლილებები უსაფრთხოების მხრივ, მაგრამ რაც არ შეცვლილა, ეს იყო NATO- მხარდაჭერა მის მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ, რომლებსაც საზღვარი გააჩნიათ შავ ზღვაზე. ჩვენი შესაძლებლობა, რომ ქართულ მხარესთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საზღვაო სფეროში, საშუალებას გვაძლევს, სინამდვილეში გავაძლიეროთ ურთიერთთავსებადობა ჩვენს ძალებს შორის, რომელიც თავის მხრივ, მხარს უჭერს ჩვენს უნარს, ვითანამშრომლოთ შემდგომში მჭიდროდ საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის შავ ზღვაზე", - აღნიშნა ჯორჯო ლაციომ.




მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობისთვის.



მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ბრიუსელის თავდაცვის მინისტერიალის დროს NATO- გენერალურმა მდივანმა ისარგებლა შემთხვევით და განსაკუთრებით შეაქო NATO-საქართველოს კომისია და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გაზიარებული უსაფრთხოებისათვის. სხვათა შორის, მე პირადად მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი იმ ჯგუფის წევრი, რომელიც 2008 წლის სექტემბერში იმყოფებოდა საქართველოში. NATO- გენერალურმა მდივანმა ისარგებლა რა შემთხვევით და შეეხო იმ საკითხს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის რეგულარული გაცვლა საქართველოსთან და იმ გზების გამონახვა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს", - აღნიშნა ჯორჯო ლაციომ.

 


ჯორჯიო ლაციომ პრესკონფერენციაზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ კაპიტან კეზგინის მეთაურობით მიმდინარე ვიზიტი იქნება საფუძველი სამომავლოდ პრაქტიკული თანამშრომლობისთვის.



NATO-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ოთხი ხომალდი ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა. NATO-ს სარდლები ქართველ საზღვაო სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016