reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი ნორვეგიის პრემიერს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 23 სექტემბერი, 2019. 01:06
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ნორვეგიის პრემიერს შეხვდა
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 18:48

საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა „განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში ნორვეგიის მთავრობის მიერ დააფინანსებული პროექტების მნიშვნელობას.

 

გამოითქვა იმედი, რომ „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის ხალხს შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გამყარებას.

 

ქართულმა მხარემ ერნა სოლბერგს მიაწოდა ინფორმაცია საინვესტიციო გარემოს შესახებ. აღინიშნა ნორვეგიელი ბიზნესმენების დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის სფეროთი.

 

ერნა სოლბერგის თქმით,  ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულ დასრულებას. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით ნორვეგიის ცალსახა მხარდამჭერ პოზიციას.

 

 

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016