reportiori.ge - მაიკლ კოფმანი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება საკმაოდ არარეალური სცენარია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 29 მაისი, 2017. 19:02
პოლიტიკა
მაიკლ კოფმანი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება საკმაოდ არარეალური სცენარია
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 12:15



კენანის ინსტიტუტის მკვლევარის, მაიკლ კოფმანის შეფასებით, ახლო პერსპექტივაში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება საკმაოდ არარეალური სცენარია.


საქართველო გარკვეულ სიგნალებს ეძებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას სამოქმედო გეგმას მიანიჭებს, რაც, როგორც იცით, ალიანსში მიწვევას ნიშნავს. ეს საკმაოდ არარეალური სცენარია ახლო პერსპექტივაში. ნაცვლად ამისა, ნატო ცდილობს საქართველოსთვის ინტეგრაციის სხვა საშუალებები წამოსწიოს წინ და ეს ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი შეღავათებით უზრუნველყოს, რაც, ერთგვარად, იქნება მიდგომის - "გაერთიანება, ფაქტობრივი გაერთიანების გარეშე" ასახვა", - განაცხადა კოფმანმა.


კითხვაზე, იყო თუ არა ჯეიმს კლაპერის განცხადება ერთგვარი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მან მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, თუ რეკომენდაცია აშშ-ის მთავრობისადმი უფრო მეტად იაქტიუროს რეგიონში რუსული გავლენების გასანეიტრალებლად, კოფმანი ამბობს, რომ ჯეიმს კლაპერის მიერ სენატში გაკეთებული ყოველწლიური მოხსენება არაფერს მსგავს არ გულისხმობდა.


"მას არაფერი ასეთი არ ჰქონია მხედველობაში. კლაპერმა ივარაუდა, რომ იმდენად, რამდენადაც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივით საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუებულია, ფაქტობრივად საქართველო, მომავალში, შესაძლებელია შეუდგეს დასავლეთთან ინტეგრაციის საპირისპირო გზას და ერთადერთი ალტერნატიული ორბიტა აქ მხოლოდ რუსული ორბიტაა. რუსეთის გავლენა და ზეწოლის საშუალებები მეზობელ საქართველოზე საკმაოდ ძლიერია. კლაპერმაც სწორედ ეს იგულისხმა, რომ თავის დროზე, რუსეთს იქ გავლენის სრული აღდგენა არ გაუჭირდება", - განაცხადა კოფმანმა.


აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა სენატში ყოველწლიური მოხსენებისას მსოფლიო საფრთხეების შესახებ ისაუბრა. საქართველოსთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ზეწოლის პირობებში, თბილისმა, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016