reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: რა სარგებლობა მოაქვს პრეზიდენტს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 აპრილი, 2018. 06:11
საზოგადოება
დიმიტრი ლორთქიფანიძე: რა სარგებლობა მოაქვს პრეზიდენტს?!
18 სექტემბერი, 2014. 15:19



„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაერო-ს სამიტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე პროცესებმა სრულიად აბსურდული სახე მიიღო.


„ქვეყანაში მწიფდება სერიოზული პოლიტიკური კრიზისი. ქალბატონი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი არის მათი გუნდის წევრი და ამ დროს მათივე გუნდის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კონსტიტუციით აღჭურვილი მიდის პრეზიდენტთან სასახლეში და უკითხავს მას სალექციო კურსს, რათა შეაგონოს მას, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობა არ ითვალისწინებს, მან მიიღოს, როგორც ქვეყნის კონსტიტუციის გარანტმა და ამავდროულად უმაღლესმა  საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქციის მატარებელმა პირმა, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა. ეს ყოველგვარ გუნდურ წარმოდგენას ცდება.

იმის მაგივრად, რომ მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებით იყვნენ დაკავებული, გვესმის ყოველდღიური კინკლაობა, რამაც სრულიად აბსურდული სახე მიიღო. „იმერული ესკიზების" ეპიზოდი რომ გავიხსენოთ, იბადება კითხვა, რა სარგებლობა მოაქვს პრეზიდენტს?! აი, ამ დონემდე დაიყვანა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა გუნდმა პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსი",- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016