reportiori.ge - გარდაიცვალა გურამ მგელაძე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 16 დეკემბერი, 2018. 12:02
საზოგადოება
გარდაიცვალა გურამ მგელაძე
ავტორი:
05 ივნისი, 2015. 02:09


საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ პარტიული, პოლიტიკური მოღვაწე, მეწარმე გურამ მგელაძე გარდაიცვალა.



პანაშვიდი - 5, 6 ივნისს 17 საათზე (მხატვრის ქ. # 3)
გამოსვენება - 7 ივნისს, 14 საათზე ქაშუეთის ეკლესიიდან.

 

 

გურამ დავითის ძე მგელაძე დაიბადა 1932 წელს, თბილისში.


1973-1982 წლამდე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის აბაშის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი იყო. 1991 წლამდე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სსრ სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს სსრ აგრო-სამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.


1989-1991 წლამდე საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატი, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატი, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი. იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის უახლოეს გარემოცვაში.


1989 წელს გასცა ბრძანება მაშველთა კორპუსის „მხედრიონის" შექმნის თაობაზე და „მხედრიონის" მეთაურად დანიშნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს და პარლამენტის ყოფილი წევრი ჯაბა იოსელიანი.


1992-1995 წლამდე - საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი გახლდათ რუსეთის ფედერაციაში. 1995 წლამდე ითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის უახლოეს თანაგუნდელად. 1990 და 2000-იან წლებში აწარმოებდა სამეწარმეო საქმიანობას რუსეთში და ევროპის ქვეყნებში.



1992 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა მოსკოვში. დაქორწინებული გახლდათ მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატ ნანა იოსელიანზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016