reportiori.ge - „ქართული მისია“: მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი პროექტის განსახორციელებლად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2019. 04:14
საზოგადოება
„ქართული მისია“: მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი პროექტის განსახორციელებლად
ავტორი:
23 ივლისი, 2015. 16:15


საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის" გამგეობის წევრმა გიორგი ზარნაძემ ორგანიზაციის სახელით გაავრცელა ახალი საჯარო განცხადება, რომელიც ეხება „ქართული მისიის" მიერ ახალი პროექტის დაწყებას:

 

„ჩვენს ორგანიზაციაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი პროექტის განსახორციელებლად. პროექტი განკუთვნილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ეროვნების მოსახლეობისათვის. ამჟამად მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ, სექტემბრის თვეში დაიწყება პროექტის პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში განხორციელდება უფასო სამედიცინო ხასიათის საქველმოქმედო აქციები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სოფლად მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ეროვნების მოსახლეობა მიიღებს უფასო სამედიცინო დახმარებასა და მედიკამენტებს. პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება უფასო 10 სპეციალური ტრენინგი, რომლის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდები და დაინტერესებული სტუდენტები მოისმენენ კავკასიის ისტორიის მოკლე სასწავლო კურსს.

 

„ქართული მისია" ასევე აფართოებს უკვე არსებულ პროექტს „სახალხო ადვოკატი", რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ეროვნების მცხოვრებლებლები მიიღებენ უფასო სამართლებრივ მომსახურებას, სამოქალაქო სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის დარგებში.

 

„ქართული მისია" აცხადებს, რომ აქტიურად უნდა განხორციელდეს ჩვენი მოძმე ეროვნების თანამოქალაქეთა ინტეგრაცია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.

 

სამწუხაროდ, არსებული მწირი ფინანსური მდგომარეობის გამო, პროექტი დასაწყისში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ეროვნების მოსახლეობისათვის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში პროექტი  გაფართოვდება და გავრცელდება საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების თანამოქალაქეებზეც.

 

„ქართული მისია" გამოხატავს გულღია პატივისცემას და მოკრძალებას საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების თანამოქალაქის მიმართ და მოუწოდებს ყველას თანადგომისაკენ, რათა ერთად ავაშენოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო", - განაცხადა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის" გამგეობის წევრმა გიორგი ზარნაძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016