reportiori.ge - დავით საგანელიძე: ალექსანდრე მაშკევიჩი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ინვესტიციებით სამედიცინო სფეროში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 19 ნოემბერი, 2017. 19:59
საზოგადოება
დავით საგანელიძე: ალექსანდრე მაშკევიჩი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ინვესტიციებით სამედიცინო სფეროში!
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 22:18


 

საქართველოს ფარმაცევტული სექტორში დაგეგმილ ინვესტიციებზე „საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით „ალექსანდრე მაშკევიჩი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, ძალიან უყვარს საქართველო. მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ მზად არის საქართველოს დაუდგეს გვერდით და დაეხმაროს ინვესტიციებით მედიცინის სფეროში".




 „ჯანდაცვის სექტორში დაწყებული რეფორმა და დაგეგმილი ინვესტიციები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდია თავისი მასშტაბებით. ეს ეხება არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს, არამედ ზოგადად ყველა მიმართულებას. საუბარია 1 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე ჯანდაცვის სექტორის ორ სეგმენტში - ეს არის ჰოსპიტალური და ფარმაციის სექტორი.

 

ამ სფეროებში ინვესტიციებს ცნობილი ბიზნესმენი და მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი ახორციელებს. ეს  არის პიროვნება, რომელიც დავოსის ფორუმზე  საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად იყო სადისკუსიო თემის წამყვანი და წარმოადგენდა ყაზახეთის სახელმწიფოს.

 

ალექსანდრე მაშკევიჩი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, ძალიან უყვარს საქართველო. მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ მზად არის საქართველოს დაუდგეს გვერდით და დაეხმაროს ინვესტიციებით მედიცინის სფეროში. მას ამ სფეროში აქვს დიდი გამოცდილება. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მაშკევიჩი ამბობს, რომ მზადაა საქართველოში ჩადოს მილიარდზე მეტი ინვესტიცია. მას ასეთი ინვესტიციები განხორციელებული აქვსჰუმანითი ჯორჯიაში" და ამბობს, რომ თუ ტენდერში გაიმარჯვებს კომპანიაალფამედიკის  კონსორციუმი", რომელსაც ყველაზე საუკეთესო შანსი აქვს გამარჯვების, მზადაა ნახევარ მილიარდზე მეტი ჩადოს",- განაცხადა დავით საგანელიძემ.




მოამზადა სოფო ხუგოიანმა


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016