reportiori.ge - ანდრიი კუზმა: მოვუწოდებ აკაკი გოგიჩაიშვილს, საჯაროდ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 22:32
საზოგადოება
ანდრიი კუზმა: მოვუწოდებ აკაკი გოგიჩაიშვილს, საჯაროდ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 11:31


 


ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ანდრიი კუზმა გადაცემა "ბიზნეს კურიერის" ავტორსა და წამყვანს აკაკი გოგიჩაიშვილს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას სთხოვს. კუზმა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


მსურს გამოვეხმაურო 13 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის გადაცემა „ბიზნეს კურიერში" გახმაურებულ ინფორმაციას, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა ტელემაყურებელი, ხოლო პირადად მე მომაყენა შეურაცხყოფა.

 

საქმე ეხება გადაცემის იმ მომენტს, სადაც საუბარი იყო უკრაინის ყოფილი მთავრობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე, გვარად ასევე კუზმაზე, რომელიც ბიზნეს-კურიერმა, უკრაინელ კოლეგებზე დაყრდნობით, კორუფციონერად მოიხსენია. ხოლო შემდგომ, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა, ჩემი აზრით, ძალზედ უხერხულად, ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მაყურებელს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ეს „კორუფციონერი" კუზმა და ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორი ანდრიი კუზმა ერთი და იგივე პიროვნებაა.

 

საქმეში ჩართეს" ჩემი მეუღლეც, რომელიც მართლაც მუშაობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ არა წამყვან თანამდებობაზე, მით უფრო - სახელმწიფო შესყიდვების განხრით, როგორც იგი მოიხსენიეს გადაცემაში.

 

მიმაჩნია, რომ ფაქტისა თუ მოვლენის გაშუქებისას, მსგავსი მიდგომა მხოლოდ აზიანებს ჟურნალისტისა თუ მაუწყებლის რეპუტაციას, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მათსავე პრობლემად მიმაჩნია.

 

ამ განცხადებით, მინდა მოვუწოდო ტელეპროექტის ავტორს ბატონ აკაკი გოგიჩაიშვილს, საჯაროდ, მისივე გადაცემის ეთერით, უარყოს გავრცელებული ინფორმაცია და ახსნას, რომ ანდრიი კუზმა - ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორი, სულ სხვა პიროვნებაა, ხოლო მათ მიერ გადაცემაში დასახელებული ნიკოლაი კუზმა კი აბსოლუტურად სხვა. ვფიქრობ, კეთილი ნების შემთხვევაში, ამის გაკეთება რთული არ უნდა იყოს.

 

მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიჩნევ ინციდენტს ამოწურულად და ჩავთვლი, რომ ჟურნალისტი, ვთქვათ, დროის სიმცირის გამო, ვერ გაერკვა ვითარებაში.

სხვა შემთხვევაში, თუ ბატონი გოგიჩაიშვილი უარს იტყვის ინფორმაციის უარყოფაზე, სამწუხაროდ, მე გავხდები ერთი იმათგანი, ვინც მისი ტელე-პროექტის რეპუტაციას ეჭვის თვალით შეხედავს და საამისო საფუძველიც ექნება.

 

ჰუმანითი - საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსხვილ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს საქართველოში. ჩვენ, პირველ რიგში, სოციალური მისიის მატარებლები ვართ, რადგან ვცდილობთ მოსახლეობას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გავუზარდოთ.

 

დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციური ინტერესები არ გახდება ბარიერი მიზნის მისაღწევად, რომელიც აერთიანებს ყველას: ფარმაცევტებსა და პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და მთელ საზოგადოებას - გავხადოთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება უკეთესი", - წერია ანდრიი კუზმას განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016