reportiori.ge - ილია მეორე: ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 იანვარი, 2017. 14:05
საზოგადოება
ილია მეორე: ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს
ავტორი:
15 თებერვალი, 2016. 04:25



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ადამიანისა და ბუნების მსგავსებაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ხშირია, როდესაც ადამიანი ისევე ღელავს, როგორც ბუნება.


ჩვენთან არს ღმერთი - ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც ემანუელ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვების შინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება.

 

ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს. ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება ადამიანებს ემსგავსება. ეს საყურადღებოა. როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით.

 

რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? - უპირველეს ყოვლისა უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ. უფალი ბრძანებს - მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ. თუ ამას გავიგებთ, ჩვენ გადავრჩებით", - განაცხადა უწმინდესმა.


მისივე თქმით, თუ ადამიანი უფალს დაუახლოვდება, დამშვიდდება, ისევე, როგორც დამშვიდდა სახარების მიხედვით მღელვარე ზღვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016