reportiori.ge - „მინისტრი იტყუება წარმოგიდგენიათ?"- ლევან ვასაძე ახალ საგან „მე და საზოგადოებაზე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 დეკემბერი, 2017. 14:00
საზოგადოება
„მინისტრი იტყუება წარმოგიდგენიათ?"- ლევან ვასაძე ახალ საგან „მე და საზოგადოებაზე“
ავტორი:
15 თებერვალი, 2016. 01:18


ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოს განათლების მინისტრს, თამარ სანიკიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ საგნის- „მე და საზოგადოება"-ს წინააღდმდეგ მომზადებული პეტიცია მართლაც საფუძვლიანია, ხოლო მინისტრის განცხადებები ტყუილია.


როგორც ვასაძემ გადაცემა „ქრონიკის" ეთერში განაცხადა, საგნის თავდაპირველი ვარიანტი და შინაარსი, რომელიც მას აქვს, ბაშვებისთვის საშიშ დეტალებს შეიცავს. ამჟამად კი საგანი ერთობლივი ალისხმევით უფრო დაიხვეწა.


 

„ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ მინისტრი იტყუება, წარმოგიდგენიათ? მაგრამ რადგან თამუნამ  თქვა, რომ პეტიციის ხელმომწერები და შემქმნელები ვიტყუებით, მეც ვიტყვი.

 

საგნის- „მე და საზოგადოება" ის ვერსია, რომელიც ახლა დევს სამინისტროს ვებ- გვერდზე ამოწმენდილია. კი წაშალეს ფართხა- ფურთხით მაგრამ აქ მაქვს ამობეჭდილი. ყვლაფერი რაც პეტიციაში წერია, არის სიმართლე. სახელმძღვანელო ჯერ არ არის დამუშავებული, ცდილობენ სწრაფად შეცვალონ.

პირველ ვერსაიში ეწერა, რომ ბავშვებმა უნდა ითამაშონ ყველა სახის როლური თამაშები, მათ შორის უმცირესობებისა, რომ მათ სიმპათია გაუჩნდეთ უმცირესობებისადმი. პირველ ვარიანტში ეწერა, რომ ბავშვმა უნდა მოჰყვეს,  თუ რატომ ვერ უგებენ მას ოჯახის წევრები, იმავე ვერსიაში ეწერა, რომ ბავშვმა მშობლებს უნდა ჩაუტაროს ინტერვიუ თუ რატომ არ იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

 

საზოგადოებისთვის ეს გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული, თუ არ იცი საიდან მოდის ამის დაფინანსება. ჩემთვის მიუღებელია იმიტომ, რომ ვიცი ამ საგნის დამკვეთების ვინაობა, ვიცი ამ პროგრამის რაობა.

 

თამუნამ ეს ძალიან კარგად იცის, ამიტომ ვიძახი რომ ტყუის. როდესაც ვეკითხებოდი ვინ შეუკვეთა ეს ყველაფრი, მომატყუეს და მითხრეს, რომ სამინისტროს ფარგლებში დაიბადა ეს იდეა. თამუნას რას ვერჩით, თქვენ მართლა გონიათ, რომ თამარ სანიკიძე მართავს განათლებისა და მეცნერების სამინისტროს?"- განაცხადა ვასაძემ.   


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016