reportiori.ge - ანა პატარაია: ვიწყებთ ბრძოლას კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2017. 19:13
საზოგადოება
ანა პატარაია: ვიწყებთ ბრძოლას კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად!
ავტორი:
15 თებერვალი, 2016. 02:19


 

„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის" წევრი ანა პატარაია განცხადებას ავრცელებს:


„საქართველოს ეროვნულო ახალგაზრდული მოძრაობა" ვიწყებთ ბრძოლას კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. საქართველოს კულტურულ საბაზისო ღირებულებებზე ზრუნვა მნიშვნელოვანი პროცესია.ქრისტიანობამ და ქართულმა ისტორიულმა ძეგლებმა ქვეყნის გარეთ გაიტანეს საერთო საკაცობრიო და ლოკალური მნიშვნელობის კულტურული ღირებულებები. დღეს ჩვენი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები რეალური საფრთხის წინაშეა, ამ შემთხვევაში კი საუბარი მაქვს ისტორიულ ტაო-კლარჯეთზე, რომელიც დღეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებს შიგნითაა მოქცეული.მას შემდეგ რაც ტაო-კლარჯეთი მე-16 საუკუნეში ოსმალეთის ტერიტორია გახდა, იქ ქართული რენესანსის უმშვენიერესი ძეგლები, მეშვიდე საუკუნის იშხანი, მეცხრე საუკუნის ხანძთა, და მეათე საუკუნის - ოშკი სწრაფი ტემპით ინგრევა.

რამდენიმე ხნის წინ ორმხორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად შედგა შეთანხმება კულტურული თანამშროლობის შესახებ. რის თანახმადაც ქართული მხარე შეძლებდა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ იშხანისა და ოშკის რესტავრაციას, სანაცვლოდ კი თურქები საქართველოს ტერიტორიაზე მეჩეთების მშენებლობას დაიწყებდა. არსანიშნავია რომ მუსლიმები ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნა მათ უკვე გააჟღერეს და მშენებლობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. მუსლიმთა კავშირის ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 000 ხელმოწერა მათ უკვე წარადგინეს და ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება ქართულ იტსორიულ ძეგლებს კერძოდ კი ოშკის მონასტერს, იგი უმძიმეს მდგომარეობაშია და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს საჰაერო გადაღების კადრები. ფაქტია რომ ქართული მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით პასიურია. "საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა" დღის წესრიგში აყენებს ქართული ისტორიული ძეგლების გადარჩენაზე ზრუნვის აუცილებლობას და მოუწოდებს როგორც ახალგაზრდებს ასევე ამ საკითხში კომპეტენტურ ორგანოებს რომ აქტიურად განიხილოს ეს საკითხი. მითუმეტეს რომ ამას შეიძლება თან დაერთოს ვითარების გართულება აჭარაში რაც გულისხმობს მეჩეთების მრავლად მშენებლობას."


წყარო: Mpress.ge

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016