reportiori.ge - შსს-მ მკვლელობის ფაქტი გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 15 სექტემბერი, 2019. 09:51
სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი გახსნა
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 13:08

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გიორგი ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1986 წელს დაბადებული ჯამბულატ დ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ქ-მ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა 1987 წელს დაბადებული მინდია ბ., რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებული და ჯამბულატ დ., რომელიც გარდაცვლილს თან ახლდა და დანაშაულს შეესწრო, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჯამბულატ დ-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და ქვეყნის დატოვებას შეეცადა.



სამართალდამცველებმა ჯამბულატ დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ხოლო გიორგი ქ. მეორე დღეს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში დააკავეს.



გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით).

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016