reportiori.ge - „ნაცებო“ – შიშმა იცის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 28 მარტი, 2020. 21:34
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ნაცებო“ – შიშმა იცის!
29 იანვარი, 2014. 18:17

„ნაცების" კურიოზულ განცხადებებს უკვე ისე ვართ მიჩვეული, როგორც დილის საუზმეს, მაგრამ ხანდახან ისეთ დელიკატესს შემოგვთავაზებენ ხოლმე, ენა და ხელი არ გემორჩილება, რომ არ უპასუხო.


ახალი პროკურორისათვის მთავარი ტესტი ის იქნება, როგორ გამოიძიებს მერაბიშვილისა და კეზერაშვილის საქმეებსო! ასე განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კაი, კაცო!

სამართლიანობა პირველ რიგში უნდა აღდგესო, მოსვლის დღიდანვე ეხვეწება და ემუდარება საზოგადოება დღევანდელ ხელისუფლებას!


ახლა კანდელაკის ნათქვამიც მოვისმინოთ. ივანიშვილს ურჩევნია, ხალხს გასცეს პასუხი, აქამდე რატომ არ სრულდება მისი წინასაარჩევნო დაპირებებიო.


არა, ძვირფასო მკითხველო, არც გეჩვენებათ და არც გესიზმრებათ, ნურც ნეკზე იკბენთ და ნურც ყურს მოისრისავთ. უნებურად თავს ნუ მოიტყუებთ და ნურც იმას იფიქრებთ, ესენიც ქართველები არიან, პარლამენტის წევრები, პასუხისმგებლობა იგრძნეს, სინდისმა შეაწუხათ, უსამართლო ქვეყანა ყელში ამოუვიდათ და სიმართლის თქმა გადაწყვიტესო.


ტყუილი იმედია! არც წიკლაური და არც კანდელაკი, ჩვენ ჭკუაზე არ დამდგარან. არც დადგებიან. ეს განცხადებებიც მათია, ხალხისადმი მიმართული, უსაშველო ცინიზმით გაჯერებული განცხადებები. პატარა კაცების ცინიზმს! ბევრი საფუძველი აქვს. ამჯერად, მათი ბოღმის მიზეზი შიშია!


ჩემი თუ არ გჯერათ, უამრავი ჩემზე ჭკვიანია ამ ქვეყანაში და მათ ვკითხოთ. ერთ-ერთმა ექსპერტმა, ორიოდე დღის წინ, დაახლოებით ასეთი შეფასება მისცა ქვეყანაში ამჟამად შექმნილ მდგომარეობას.


კერძოდ: დღევანდელი ხელისუფლების დაპირებებიდან, რაღაც ნაწილი მართლა დაიძრა გაყინული წერტილიდან; იქნებ უმნიშვნელოდ, მაგრამ გაიზარდა პენსია და პედაგოგთა ხელფასი, კახეთსა და აჭარა-გურიაში, რაჭაშიც, სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის მილიონებით სუფსიდირება მოხდა, ჯანდაცვის სისტემაში სრულყოფილი-თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ სადაზღვევო სისტემა ახლებურად ამუშავდა და კარგად თუ მოვიძიებთ, რაღაც-რაღაცას კიდევ იპოვით მოგვარებისკენ წასულს.


დიახ! ამას ექსპერტები მოგახსენებენ, „ბრძენო შადიმან", მაგრამ იგივე ექსპერტები სხვა რამესაც ამბობენ. მაგალითად იმას, რომ საზოგადოება ძლიერ უკმაყოფილოა იმ ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებული პროცესით, რომელსაც ვერცერთი, ბოლომდე მოგვარებული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა ვერ გადაფარავს. ვერ გადაფარავს - ვიდრე პატრონებს არ დაუბრუნდება „ახეული" ბიზნესი, ვიდრე თავის ადგილს არ მიუჩენენ ბიუჯეტის მფლანგველ ჩინოვნიკებს და, რაც მთავარია - ვიდრე პასუხს არ აგებინებენ ასობით და ათასობით ოჯახის გამაუბედურებელს!


„ნაცმოძრაობა" შესანიშნავად ხვდება, რომ ხელისუფლებას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას, თუ ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, რადგან საზოგადოების განწყობა, იმ საზოგადოებისა, რომელიც თვლის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მათი ძირითადი შეკვეთა სწორედ ახლა აქვს შესასრულებელი, ბევრად არის დამოკიდებული მთლიანად პროკურატურის მომავალ საქმიანობაზე და არა მხოლოდ ახლად დანიშნულ მთავარ პროკურორზე.


აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ისე, ზემოთ რაც მოგახსენეთ, ექსპერტების შეფასებების გარეშეც ყველამ კარგად ვიცით. თქმა არ უნდა, ეს წიკლაურმაც და კანდელაკმაც კარგად იციან, ამიტომაც არის, ენას კბილს და ჭკუას - მუხრუჭს რომ ვერ აჭერენ. ეს კი, როგორც ვთქვი, შიშმა იცის - პასუხისგების შიშმა! დიახ, შიშის გამოა ისიც, მახსოვრობა რომ დაუმოკლდათ! ნუ დაივიწყებთ, რომ „ნაცების" მიმართ საზოგადოების აგრესიას, ათი წლის მანძილზე მათგანვე დათესილი ცინიზმი ასაზრდოებდა. ის ცინიზმი, რომელსაც დღემდე არ იშლიან. რას იზამ, ნება და სურვილი მათია, მაგრამ თუნდაც ყველაზე მოძველებულ და ერთი შეხედვით ყელში ამოსულ თემაზე წერაც ჩვენი საქმე და ნებაა. ამიტომაც, ვეცდებით ყველა ცინიკურ გამოხტომას ვუპასუხოთ! ყველაფრის პატიება შეიძლება, ხალხის აბუჩად აგდების - არა!


მერაბიშვილების, კეზერაშვილების, უგულავებისა და მათი „სანჩოების" საქციელი ძველ ანეკდოტს გვაგონებს:

ერთ კახელს მოსამართლემ თხუთმეტი წელი მიუსაჯა. კახელი გაბრაზდა და - აბა, ბიჭო, რაღამც შენ იტყვიო - უპასუხა.


წიკლაურისა და კანდელაკის იუმორის გრძნობის დიდი იმედი არ გვაქვს, არც იმის, რომ ერთგული ახლობლები განუმარტავენ ამ უწყინარი ანეკდოტის მთელ სიმსუყეს. ამიტომ გულწრფელად ჩვენვე გეტყვით: თქვენს შემთხვევაში, „ნაცებო", ამ კახელის ამბავი სულაც არ არის სასაცილო!



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016