reportiori.ge - „მოდელირებული“ სირცხვილი, ანუ, აქა ამბავი გიორგი არველაძის „ფართხაფურთხისა“...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 28 მარტი, 2020. 22:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„მოდელირებული“ სირცხვილი, ანუ, აქა ამბავი გიორგი არველაძის „ფართხაფურთხისა“...
25 თებერვალი, 2014. 21:15

როგორი ფიცითაც გნებავთ დავიფიცებ, გაოცებას ვერ მოასწრებ, „ნაცების" პირიდან გასროლილი, რომელიმე „მარგალიტის" გამო, რომ მაშინვე მიაყოლებენ მეორეს და მესამეს.


გუშინ, უკრაინის ტელეკომპანია მე-5 არხის ეთერში სააკაშვილმა - „უკრაინას ის ხელისუფლება ჰყავს, რომელიც საკუთარ ხალხს ხოცავსო" - განაცხადა.

 

ადამიანებმა მდგომარეობიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს - ისე შეაბრუნა დღეს დილით გიორგი არველაძემ საზოგადოება სიცილის ისტერიკაში - „არავის ეწყინოს, მაგრამ უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარეს, მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც იმიტირებულ „ქრონიკაზე" ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხაფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრისაკენ... ბოდიში..."

არაფრის ჩემო გიორგი, საბოდიშო რა გაქვს, ეს ერი, შენი და მიშას გაზრდისთვის, რისი ღირსიცაა, თვითონაც კარგად იცის!

მაგრამ, მოდით, შეფასებებს ნუ ვიჩქარებთ. ხომ შეიძლება მათაც აწუხებდეთ რაღაც!

მაგალითად:

ადამიანს სინდისის ქენჯნა რომ მოაწვება, მისი საქმე მთლად ხელიდან წასული არ არის. აგერ, ხომ ხედავთ, მიშას უკრაინის მთავრობის საქციელის გამო რცხვენია. მას და არველაძეს იმისიც რცხვენიათ, უკრაინელი ხალხი „მოდელირებულად" კი არა, ნამდვილად რომ იბრძვის. არა, ცოტათი ალბათ, კიდევ რცხვენიათ სხვების საქციელის გამო, მაგრამ ყველაფერს ხმამაღლა ხომ ვერ იტყვი. მიშას, დარწმუნებული ვარ, რცხვენია, ივანიშვილის მთავრობის გადამკიდეს - სირცხვილია, აბა რა! სამართალი რომ ვერა და ვერ დაამკვიდრა ახალმა ხელისუფლებამ. არველაძემ რომ ახსენა, იმ მოდელირებული „ქრონიკის" გამო, ამ ქვეყანას რომ პატრონი ჰყავდეს, ციხეში რომ უნდა ისხდნენ და ხალხს ახლა აქეთ რომ არიგებენ ჭკუას, იმისიც რცხვენიათ!


ვინ დამაჯერებს, რომ გიორგი არველაძეს, მაშინ, მთელი ერი რომ სომხეთ-აზერბაიჯანისკენ გარბოდა ფართხაფურთხით, არ გაახსენდა: არც შერცხვა და მძიმედ არ განიცადა - გორში ჯერ გაქცეული და მერე მიწაზე მხოხავი მიშას მდგომარეობა? ფართხაფურთხზე გამახსენდა... მიშამ და არველაძემაც არ იცოდნენ სირცხვილთან ერთად სად ჩამძვრალიყვნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან ერთ სააათში, მართლა ბაქო-ერევან-სტამბოლში რომ ეძებდნენ „ნაცმოძრაობის" ერთგულ მინისტრებსა და პარლამენტარებს! ასეა, თქვენ კიდევ გგონიათ, რომ ამ ხალხს სირცხვილის გრძნობა აქვს დაკარგული!


ბევრმა, ალბათ, არც ის იცის, პატარკაციშვილების ოჯახისთვის „ახეული" ტელეკომპანია „იმედის" დირექტორად რომ დანიშნეს, როგორ იწვოდა მაშინ სირცხვილისაგან გიორგი არველაძე.


რომ დაფიქრდეს კაცი, მთლად წყალწაღებული არც მიშას და არველაძის გამზრდელი ერია. ხშირად, თავისი გამზრდელების შემხედვარეს, სირცხვილის შემოტევა მასაც აქვს და იმიტომ!


სხვათა შორის, მეც მრცხვენია და იცით რისი? მიშას მიერ - უკრაინის მთავრობასა და  არველაძისაგან - ქართველ ერზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რაც ხალხმა გუნებაში იფიქრა, იმის ხმამაღლა გამეორების მრცხვენია!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016