reportiori.ge - ვინ იცის, მართლა როგორ გინდა წასვლა და...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 28 მარტი, 2020. 21:13
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ იცის, მართლა როგორ გინდა წასვლა და...
11 ივნისი, 2014. 18:10

„Deznew"-ის ცნობით - „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შესახებაც მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და მალევე წაშალა, თუმცა შინაარსის დამახსოვრება შევძელით. „დღეიდან ლაღი და თავისუფალი ვარ", - წერდა კუბლაშვილი წაშლამდე. გადადგომის მიზეზები უცნობია".

 

სიმართლე გითხრათ, კუბლაშვილი რომც წასულიყო, წასვლის მიზეზზე მეტად, პირადად ჩემთვის, აქამდე, ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის მიზეზი იქნებოდა უფრო უცნობი და გაუგებარი.

 

ერთი სიტყვით, ამ აშკარაზე აშკარა დეზინფორმაციამ ბევრს აუჩქროლა გული და ნერვები. ინტერნეტში დადებული ყოველი ათი გამოხმაურებიდან, ცხრა დაახლოებით ასეთია: „Yes", „როგორც იქნა", „მადლობა ღმერთს", „დაიჭირეთ, სადმე არ გაგვასწროს" და ა.შ. მოკლედ, ხალხი პირველ ემოციას აყვა და სანამ ინფორმციის ავტორის, ანუ, „Deznew-ის ვინაობას გაარკვევდა, რამდენიმე წუთით, კი ჩავარდა ნირვანაში.

 

მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს კუბლაშვილიც და ბევრი სხვაც, მართლა დატოვებს მაღალ პოსტს. ჰოდა, ხალხის მათდამი განწყობას, უფრო სწორად ათიდან ცხრა ადამიანის განწყობას და დამოკიდებულებას თუ მივიღებთ მხედველობაში, დაუცველი ბობოლების თავზე დამტვრეული ჭიქა და ზურგში ლაყე კვერცხი ვითომ გასაკვირია?

 

დამნაშავეები ისევ სავარძლებში სხედან. ჯერ-ჯერობით უდანაშაულოები კი მათ გადადგომას ელიან. რას იზამ, ქართულმა სამართალმა ამ პარადოქსამდეც მიგვიყვანა.

 

ისე კოტე კუბლაშვილს  ადამიანურად ვურჩევ, ნურც ძალიან დააჩქარებს წასვლას, თორემ, ფაქტია, რომ  ამ ბოლო დროს, „ნაცმოძრაობას" ჭიაბერაშვილის თავზე ჭიქის დამსხვრევაზე მეტად ბევრი არაფერი გახარებია. ასეთი გაწევა-გამოწევის შემთხვევაში, ჩემო კოტე ბატონო, შენს ჯანმრთელობაზე მეტად შენს მეგობრებს, შენი შეურაცხყოფის მერე რომ სალაპარაკო თემა მიეცემათ, ის თემა უფრო აინტერესებთ. ისე არ უნდა მოიქცე, ისე არ უნდა იცხოვრო, ისე არ უნდა შეაძულო ხალხს თავი, რომ შენი „წასვლის" შესახებ დეზინფორმაციამ, ასეთი მასობრივი სიხარული გამოიწვიოს.

 

თუმცა რას გარიგებ. რაც ვთქვი, ჩემზე კარგად იცი, თორემ ვინ იცის, მართლა როგორ გინდა წასვლა და... კინაღამ წამომცდა - მშვიდი ცხოვრება-მეთქი! 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016