reportiori.ge - ბატონო მიხეილ, სამწუხაროდ ცხოვრებას ვერ დაამონტაჟებთ (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 06 აპრილი, 2020. 00:25
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბატონო მიხეილ, სამწუხაროდ ცხოვრებას ვერ დაამონტაჟებთ (ვიდეო)
22 ივლისი, 2014. 15:52


ყველაფერი, რაც ტყუილით იწყება აუცილებლად მთავრდება ოდესმე კრახით... ასე დაემართა ჩვენს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც. დღეს შემთხვევით გადავაწყდი ვიდეოს, სადაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა, პოლიტიკური კარიერის დასაწყისში მყოფი მიხეილი, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანის იმიჯის წარმოსაჩენად,   კუს ტბაზე, 4-5 წრეს „დარბის". ( თუ არ დაგეზარებათ ვიდეოს ნახვა, თავად დარწმუნდებით სინამდვილეში როგორი სპორტულია ჩვენი ყოფილი.) გასაგებია, რომ ყველა ადამიანს უნდა საზოგადოების თვალში კარგი გამოჩნდეს და შეიქმნას ისეთი იმიჯი, როგორიც მომავალ პრეზიდენტს ეკადრება, მაგრამ ტყუილებით შექმნილი და ნაკოწიწები იმიჯი ერთ მშვენიერ დღეს ისე გემსხვრევა თავზე, საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლისაც კი გეშინია. შეიძლება დიდხანს ატყუო საზოგადოება, თუნდაც 9 წელი, მაგრამ გამოაშკარავების დღე აუცილებლად დგება. საკუთარ თავს ვერსად დავემალებით...


ხმალამოღებული მიშასიანები მომსდგებიან ახლა, აღარ იციან რაზე დაწერონ და  ვიდეო ამოქექესო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც ეს სირბილი დაიდგა თავის დროზე, ასე იდგმებოდა მთელი 9 წელი მიშას „დემოკრატიის შუქურის" იმიჯი. რამდენი მილიონი ლარი და ადამიანი შეეწირა ამას ვინ მოთვლის. ასე იდგმებოდა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დამყარებული დემოკარტიაც ქვეყანაში, სადაც ქუჩაში უდანაშაულო ბიჭებს ცხრილავდნენ, სადაც უკანონოდ აპატიმრებდნენ ათასობით ადამიანს, სადაც ართმევდნენ ბიზნეს, ქონებას, სადაც აწყობდნენ 26 მაისს, 7 ნოემბერს... ჩამოსათვლელი კიდევ ბევრია, აღარ გავახსენებ ჩვენ მკითხველს იმ უსამრთლობას და უკანონობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა...



მინდა გითხრათ  ბატონო მიხეილ, რომ სამწუხაროდ ცხოვრებას ვერ დაამონტაჟებთ. შეიძლება ეს ვიდეო კარგად შეიფუთა და ბევრმა დაიჯერა, რომ თქვენ იმ დროს ყოველ დილით თუ არა, ყოველ მეორე დილით დარბოდით 4-5 წრეს კუს ტბაზე, მაგრამ ათასობით თქვენგან და თქვენი ხელისუფლებისგან გამწარებული ადამიანების ტვინიდან ვერ ამოშლით თქვენთვის არასასურველ კადრებს...



19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016