reportiori.ge - „დადგა დრო, მუდმივი დეზინფორმირებულობისათვის საზოგადოებამ პასუხი მოითხოვოს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 07 ივნისი, 2020. 08:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„დადგა დრო, მუდმივი დეზინფორმირებულობისათვის საზოგადოებამ პასუხი მოითხოვოს“
ავტორი:
23 სექტემბერი, 2015. 15:16



საოცარი ამბავი მოხდა გერმანიაში. ბუნესლიგის პირველობაზე ერთმა ფეხბურთელმა 9 წუთის განმავლობაში მოწინაღმდეგის გუნდს 5 გოლი გაუტანა. მართალია, ფეხბურთი გუნდური თამაშია, მაგრამ ყველა ცალკეულ ეპიზოდს ჰყავს თავისი შემოქმედი. ალბათ, გუნდის მწვრთნელი, ჟურნალისტები და მაყურებელი ამ ფეხბურთელს სამართლიანად მიიჩნევენ თამაშის გმირად, ხოლო მოწინაღმდეგე გუნდის მეკარის მიმართ გამოხატულ გრძნობათა შორის ყველაზე ჰუმანური კი, სიბრალული იქნება. დიახ, დიახ, მცველებს და მეკარეს დაბრალდებათ ეს წაგება.


საკვირველია, როდესაც ლარის გაცვლითი კურსის უხეირო სტიქიური და კონტროლს მოკლებული ცვლილებები მიმდინარეობს და მის უშუალო „შემოქმედს" ვერ პოულობენ. თუ ლარზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, მაშინ ლარის დრეიფი დოლარის მიმართ მისი შემოქმედების ნაყოფია და მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება.


ახლა გაიძახიან, ეროვნულ ბანკს კანონით არ ევალება გაცვლითი კურსის სტაბილიზაციაო. ნეტავ როდის დაანებებენ ასეთ სისულელეების ლაპარაკს თავს. თუ გევალება მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და ბაზარზე ფულის მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნება, მაშინ, ისმება კითხვა - ფულის  გაცვლითი კურსი რა თვისებებით ხასიათდება ისეთით, რომ მონეტარული პოლიტიკის ფარგლებიდან გამოდის?


მოკლედ, ჩვენი მასმედიის გადამკიდეს მრავალი აბდაუბდის მოსმენა გვიხდება. დადგა დრო, რომ მოსახლეობის ასეთ მუდმივი დეზინფორმირებულობისათვის საზოგადოებამ პასუხი მოსთხოვოს.




პროფესორი დავით იაკობიძე

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016