reportiori.ge - ქართული ლარი 20 წლისაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 31 მაისი, 2020. 16:16
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ქართული ლარი 20 წლისაა
ავტორი:
24 სექტემბერი, 2015. 16:50


ქართული ლარი 20 წლისაა


20 წლის წინ, 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გავუშვით ქართული ლარი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში - მე გახლდით სპეციალური სამთავრობო შტაბის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა საქართველოში ფულის რეფორმის განხორციელება. შტაბის წარმატებულ საქმიანობაში დიდი წვლილი მიუძღვით მაშინდელ ფინანსთა მინისტრს დავით იაკობიძეს, ეკონომიკის მინისტრს ვლადიმერ პაპავას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს.


გავიხსენოთ, რა მძიმე პერიოდში მოვიდა ხელისუფლების ეს ეკონომიკური გუნდი - სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შეიარაღებული დაჯგუფებები თბილისსა და ძირითად საავტომობილო მაგისტრალებზე, ეკონომიკის ხუთჯერადი ვარდნა 1990 წელთან შედარებით, 13 000%-იანი ჰიპერინფლაცია, ეროვნული ბანკის რეზერვებში მხოლოდ 100 ათასი დოლარი, გადასახადების აკრეფის მაჩვენებელი არ აღემატებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს; სახელმწიფო ვერ ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციებს, პრაქტიკულად, იგი არც არსებობდა. საზოგადოებაში გამეფებული იყო სრული უიმედობა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი ითხოვდა რუსულ სამანეთო ზონაში შესვლას.



ამ ურთულეს პირობებში, 1994 წლის აპრილიდან დავიწყეთ წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დაიწყო მდგომარეობის გაუმჯებესება. ფულის რეფორმა და ქართული ლარის მიმოქცევაში გასვლა გახლდათ ამ რეფორმების პირველი ეტაპის დაგვირგვინება.


მისი უახლოესი გარემოცვა დაბეჯითებით ურჩევდა პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომ არჩევნების წინ არ გადაედგა ასეთი სარისკო ნაბიჯი. იმდენად დიდი იყო საზოგადოების უიმედობა, რომ მაშინდელი გამოკითხვების შედეგად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი ფიქრობდა, რომ ფულის რეფორმა ჩავარდებოდა. მხოლოდ ჩვენ, ოთხი კაცი - თემურ ბასილია, დავით იაკობიძე, ვლადიმერ პაპავა და ნოდარ ჯავახიშვილი ვიყავით დარწმუნებულნი რეფორმის წარმატებაში. რა თქმა უნდა, დიდია ამ პროცესში ედუარდ შევარდნაძის როლი, რომელმაც ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება - დაგვიჯერა და წამოგვყვა ამ მართლაც ურთულეს და სარისკო საქმეში.


ეს იყო უნიკალური რეფორმა. ასეთი წარმატებული რეფორმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არც მანამდე და არც ამის შემდეგ განხორციელებულა. გავიხსენოთ, იმ პერიოდში რეალურად სამი ვალუტა იყო მიმოქცევაში: 1. ქართული კუპონი, რომლითაც მხოლოდ პურის ყიდვა და კომუნალური გადასახედების გადახდა თუ შეიძლებოდა, 2. რუსული რუბლი, რომელიც ძირითადიდ საანგარიშსწორებო და გადახდის საშუალება იყო, და, 3. აშშ დოლარი, რომელიც გამოიყენებოდა ძვირადღირებული საგნების ყიდვა-გაყიდვის დროს; იგი აგრეთვე, დაგროვების საშუალებაც გახლდათ.


სწორედ, ამ წარმატებული ფულის რეფორმის შედეგად ქართული ლარი გახდა ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს, იქაც კი, ქართული ლარი მოქმედებდა.


სწორედ ამ წარმატებული ფულის რეფორმის შემდეგ საზოგადოებაში განმტკიცდა აზრი, რომ საქართველოს შეუძლია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ხაზს ვუსვამ, ფულის რეფორმა უმნიშვნელოვანესი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით.


ბევრი საინტერესო ფაქტის მოყოლა შეიძლება ფულის რეფორმასა და ლარის შემოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, „ფეისბუქის" ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა. იმედია, მექნება საშუალება, რომ უფრო დეტალურად მოგიყვეთ ამ საკითხთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები.



 

ეკონომისტი, პოლიტოლოგი

თემურ ბასილია 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016