reportiori.ge - გორის საკრებულო გასარეკია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 07 ივნისი, 2020. 02:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გორის საკრებულო გასარეკია!
ავტორი:
05 ოქტომბერი, 2015. 15:45


2 ოქტომბერს გორის საკრებულომ 12 ხმით ერთის წინააღმდეგ უარი თქვა გორში სტალინის ძეგლის დადგმაზე! ძეგლის აღმართვას მხოლოდ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა მისცა ხმა!


18 სექტემბერს გორის მერს ზურაბ ჯირკველაშვილს საზოგადოება „გორელებმა" მიმართა წერილობითი თხოვნით, რომ სტალინის მუზეუმის წინ სკვერში ბელადის ქანდაკება დაედგათ. გორის მერმა ეს ინიციატივა ქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა და საფუძვლად საზოგადოება „გორელების" მიმართვა და „მოსახლეობის მაღალი ინტერესი" დაასახელა!


ჰოდა, რადგან 15-კაციან გორის საკრებულოში „სტოსი" „ქართული ოცნების„ კოალიციური სიით შემძვრალ რესპუბლიკელებს მიჰყავთ, კენჭისყრის წინა დღეს; 1 ოქტომბერს, რესპუბლიკურმა პარტიამ (ანუ თბილისის სათავო ოფისმა) საგანგებო მიმართვა გაავრცელა - ერთგვარად, თავი დაიზღვია, ემანდ, გორელმა რესპუბლიკელებმა თანაქალაქელების მოთხოვნა არ გაითვალისწინონ და სტალინის ძეგლი არ აღადგინონო!


რესპუბლიკური პარტიის განცხადება კი იმდენად საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რომ თითქმის სრულად გთავაზობთ?


„საქართველოს რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს გორის თვითმმართველობის ორგანოებში გამართულ მსჯელობას სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე.


სტალინის ძეგლის აღმართვა, როგორი ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს იგი, ნიშნავს საბჭოთა სიმბოლიკის, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის ერთ-ერთი შემოქმედის აღიარებასა და პატივისცემას.


რესპუბლიკური პარტია იმედს გამოთქვამს, რომ გორის საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას,რომელიც შესაძლოა, შეფასდეს, როგორც ტოტალიტარული რეჟიმისადმი ხელისუფლების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მისი აღორძინების მცდელობა.


აქვე აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევით მიღებულ პოლიტიკურად სახიფათო გადაწყვეტილებას რესპუბლიკური პარტია შეეწინააღმდეგება ყველა კანონიერი მეთოდით".


ჰოდა, სწორედ ამ დირექტივის შემდეგ მიიღო გორის საკრებულომ ის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელსაც ეს არარაობები, ტალახის ლაქასავით, ვერასოდეს ჩამოირეცხავენ!


ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გორში რესპუბლიკელებმა და ნაცისტებმა ანტისტალინური კოალიცია შეკრეს! დიახ, სააკაშვილის ნაცების სამარცხვინო გადაწყვეტილებას - გორის ცენტრიდან ღამით მოეპარათ სტალინის ძეგლი, უსუფაშვილ-ხიდაშელ-ბერძენიშვლების რესპუბლიკელებმა არანაკლებ სამარცხვინო გადაწყვეტილება დაამატეს - მათ სტალინის მუზეუმის წინ სკვერშიც კი აკრძალეს ბელადის ძეგლის დადგმა!


თურმე, სტალინის მშობლიური ქალაქში, მისი მუზეუმის წინ ძეგლის დადგმა „მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს"!


არადა, თუ ჭკუანაღრძობმა რესპუბლიკელებმა არ იციან, შევახსენებ: ევროპასა და ამერიკაში დღემდე დგას სტალინის არაერთი ძეგლი და მათ არავინ აღიქვამს „კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი შემოქმედის აღიარებად და პატივისცემად!"


მაგალითად, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, შენბრუნერ შლოს შტრასეს 30 ნომერში, სახლის კედელზე დღემდე კიდია ჯერ კიდევ 1949 წელს სტალინის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ბარელიეფი, რომელზეც გერმანულ ენაზე წერია:


„ამ სახლში 1913 წლის იანვარში ცხოვრობდა ი.ბ. სტალინი. მან აქ დაწერა უმნიშვნელოვანესი შრომა „მარქსიზმი და ეროვნული საკითხი"...


ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში არსებობს უზარმაზარი მონუმენტური კომპლექსი, რომელსაც სტალინის ძეგლი ამშვენებს!


შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის შტატის ქალაქ ბედფორდში 2010 წლის 6 ივნისს, მეორე ფრონტის გახსნის მორიგი იუბილის აღსანიშნავად დადგეს სტალინის ძეგლი, რომლითაც პატივი მიაგეს გენერალისიმუსის უდიდეს ღვაწლს ფაშიზმის დამარცხების საქმეში!


ის კი არა, შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლი ომში გამარჯვების მე-60 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო 5-დოლარიანი მონეტებიც კი მოჭრეს გენერალისიმუს სტალინის გამოსახულებით!


აღარაფერს ვამბობ, ბერლინში განთავსებულ უზარმაზარ ტრეპტოვ-პარკზე, რომელშიც დღემდე შემონახულია არაერთი მონუმენტური ქმნილება საბჭოთა მეომრებისა და პირადად სტალინის ხსოვნისა და პატივისცემის ნიშნად.


„ჩვენს ქვეყანაში დაფუძნებულმა ყველა ნაციისა და რასის თანასწორობის იდეოლოგიამ სრული გამარჯვება მოიპოვა ჰიტლერელთა ცხოველურ ნაციონალიზმზე და რასობრივ სიძულვილზე" - სტალინის ეს ციტატა სწორედ ტრეპტოვ-პარკის ერთ-ერთ ცენტრალურ მონუმენტს ამშვენებს...


მოკლედ, სტალინის ძეგლის დადგმის აკრძალვის შესახებ გორის საკრებულოს სამარცხვინო „რესპუბლიკურმა" გადაწყვეტილებამ ნაცებისა და ლიბერასტების გული დროებით კი გაახარა, მაგრამ უდიდესი ზიანი მიაყენა „ქართული ოცნების" ავტორიტეტს! და თუ მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ შეიკედლებს რესპუბლიკელებს, ის გორში არჩევნებს პირწმინდად წააგებს!


სტალინის ძეგლი კი გორში აუცილებლად აღსდგება! იმიტომ, რომ ასე სურთ გორელებს!


და ეს მათი უფლებაა!


ბოლოთქმა: ისე, რესპუბლიკელები თუ ასე ძალუმად ებრძვიან საბჭოთა ტოტალიტარულ წარსულს, თავისით დაიწყონ! მაგალითად, ძმებმა ბერძენიშვილებმა საჯაროდ დახიონ თავიანთი „საბჭოთა დიპლომები", ხოლო დავით უსუფაშვილმა ასევე საჯაროდ დაწვას ის პარტბილეთი, რომელიც მან, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომპარტიაში შესულმა, ასეთი რუდუნებით მიიღო!




გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016