reportiori.ge - ბიძინა და ბერა ივანიშვილებს გალაკტიონის ხატება შეულახეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 31 მაისი, 2020. 17:18
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბიძინა და ბერა ივანიშვილებს გალაკტიონის ხატება შეულახეს!
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2015. 16:40


ამ რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ტელკომპანია „GDS"-ის იუმორისტული გადაცემა „ბინა 18"-ის სტუდიაში გადაღებულ ფოტოებს და მაშინვე თვალი მომჭრა კედელზე დაკიდებულმა დიდმა პორტრეტმა, საიდანაც ქართული პოეზიის უგვირგვინო მეფე გალაკტიონ ტაბიძე ქალის თვალებით იმზირება,უფრო სწორად, ცალი თვალი ქალისა აქვს, ცალი კი - მამაკაცის.


ეს არ არის კლასიკურ სტილში შესრულებული შარჟი ან კარიკატურა, არამედ გალაკტიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ფოტოს „გადაკეთებული" ვარიანტია - გეინალურ გალას ცალი თვალის გუგა ისე აქვს გაფართოებული, თითქოს, ატროპინის წვეთები ჩაასხესო.


აქ უნებურად მახსენდება მურმან ლებანიძის მიერ გალაკტიონისადმი მიძღვნილი სტრიქონები - „უცებ ჭინკებით აევსო თვალი, თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი".


მართალია, „GDS"-ის სტუდიაში ჩამოკიდებულ პორტრეტზე გამოსახულ გალაკტიონს თვალი „ჭინკებით სავსე" არა აქვს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება კი ნამდვილად რჩება, რომ პოეზიის მეფის ცნობილ შავ-თეთრ ფოტოსურათს ფერადი საღებავებით „შეიარაღებულმა" ჭინკამ გადაურბინა.


თუ ადამიანი თავზე ხელს აიღებს, ამქვეყნად ყველაფრის გაშარჟება, გატრიზავება და გაბიაბურება შეიძლება. მუხრუჭმოშლილი და სულწაწყმედილი არსებები შუაგულ ევროპაში - „შარლი ებდოს" რედაქციაში - მუჰამედის, ქრისტესა და წმინდა სამების ისეთ კარიკატურებს ხატავენ და აქვეყნებენ, ტანში გაგაძაგძაგებს,მაგრამ დღეს ეს ყველაფერი „დემოკრატიითა" და „გამოხატვის თავისუფლებით" არის „გაპრავებული".


მოკლედ, როგორც ფრიდრიხ ნიცშე იტყოდა, ღმერთი მოკვდა, ყველაფერი ნებადართულია და ნამდვილად არ არის გასკვირი, რომ რომელიღაც ქართველმა „მხატვარმა" ქართული პოეზიის ღმერთკაცს ქალის თვალი მიახატა და წვერი „მოუღრიცა", მით უფრო, რომ ქართველი ერისათვის სათაყვანებელი მწერლების, პოეტებისა თუ საზოგადო მოღვაწეების გაქიაქება, მათი ღვაწლისა და ავტორიტეტის დაკნინების მცდელობა თანამედროვე საქართველოში უკვე ლამის ტრადიციად იქცა, მოდური მიმდინარეობა გახდა და თქვენ წარმოიდგინეთ, „პროგრესულობის", „პროდასავლურობისა" თუ „ლიბერალობის" არშინადაც ჩამოყალიბდა.


ასე, მაგალითად, „ლიბერალური ელიტის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლექსმწერი კოტე ყუბანეიშვილი გალაკტიონს „სოფლელად" და „გოიმად" მოიხსენიებს, „ქართული ლიბერალიზმის გურუ" ლევან ბერძენიშვილი „ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოეტს, არ იცნობს", ხოლო ნაცმოძრაობის „ჭუჭყიანი შომპოლი" დავით დარჩიაშვილი და „წვერებიანი ბებია" გია ნოდია ნოდარ დუმბაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძისა და ჭაბუა ამირეჯიბის „მწერლურ რეპუტაციას" ეჭვქვეშ აყენებენ!


მოკლედ, დღევანდელ საქართველოში გალაკტიონს, ილიას, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძესა და სხვა კორიფეებს აგინებენ და „აღადავებენ", ხოლო დეისაძეები, ბურჭულაძეები, ბუღაძეები თუ ქარუმიძეები „დიდ მწერლებად" არიან აღიარებული!


ასე რომ, ვიღაც ბედოვლათის მიერ გალაკტიონის პორტრეტის „გადაკეთება" და „გაქალურება" დიდად ვერ გაგვაკვირვებს!


აქ მთავარი ის არის, რომ გალაკტიონის ასეთი პორტრეტი იქ კიდია, სადაც არ უნდა ეკიდოს!


დიახ, ტელეკომპანია „GDS"-ში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან და კონკრეტულად, ბერა ივანიშვილთან ასოცირდება, ასეთი „გალაკტიონის" ადგილი არ არის!


ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია ნამდვილად არ არის ის ასპარეზი, რომელიც გაუკუღმართებული აზროვნების მოლიბერასტო ელემენტებს, ცნებები „ქართველობა", „ქართულობა" და „ევრონულობა" სამასხარაოდ რომ აქვთ გახდილი, საჯირითოდ უნდა დარჩეთ!


არავის სჭირდება იმის ახსნა, ბიძინა ივანიშვილი ქართული კულტურის როგორი მოამაგეა და რაოდენ მოწიწებული დამოკიდებულება აქვს ქართული ხელოვნებისა და მწერლობისადმი.


იმავეს თქმა შეიძლება ბერა ივანიშვილზეც, რომელსაც, ბევრი თანამედროვე და „გამოსული" ახალგაზრდისგან განსხვავებით, საკუთარი ქართველობა ბოლომდე გასიგრძეგანებული აქვს და თავის მუსიკალურ ტექსტებშიც ამას ხშირად უსვამს ხაზს!


დიახ, ბერა ის ახალგაზრდაა, რომელიც მღერის - „მესმის ქართულად,მიყვარს ქართულად, ვგრძნობ და განვიცდი ქართულად, ქართულად, ნებისმიერ მწვერვალზე ასული, დავრჩები თავიდან ფეხებამდე ქართული".


ამდენად, ბერა ივანიშვილი საკუთარ ტელევიზიაში გალაკტიონის გამასხარავებას რომ არ დაუშვებს, ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ არც ბერა და არც ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის საქმიანობაში არ ერევიან და მითუმეტეს, იმით არ ინტერესდებიან, ამა თუ იმ გადაცემის სტუდია როგორ მოეწყობა და რანაირად გაფორმდება.


შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს ტელეეკრანიდანაც კი არა აქვს ნანახი, „GDS"-ის ერთ-ერთი გადაცემის სტუდიაში გალაკტიონის როგორი პორტრეტი კიდია და ამას პირველად „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე იხილავს!


იმისი მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილსაც და ბერასაც ამ ყველაფერზე სათანადო რეაქცია ექნებათ, რადგან მათთვის, ისევე, როგორც ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ქართველისათვის, გალაკტიონი უძვირფასესი ხატებაა, რომელთან უდიერად მოპყრობაც, რბილად რომ ვთქვათ, დაუშვებელია და არ შეიძლება, ქართული პოეზიის მეფის პორტრეტი ვიღაცამ ასე მიჯღაბნ-მოჯღაბნოს, როგორც მოეპრიანება!


თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანია „GDS"-ის სტუდიაში ამ პორტრეტის ჩამომკიდებლებმა ბიძინა და ბერა ივანიშვილებს გალაკტიონის ხატება შეულახეს!


დიდი გალა უსულგულო ქართველებმა ერთხელ უკვე მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ „ლეჩკომბინატის" ფანჯრიდან გადამხტარიყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა!


ბერა და ბატონო ბიძინა, ნუ დაუშვებთ, რომ გალაკტიონი ტელეკომპანია „GDS"-ის ფანჯრიდანაც გადახტეს!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016