reportiori.ge - სიმონ კილაძე: 1970-80-იანი წლების შუახანებამდე NATO-ში გაწევრიანება უფრო იოლი იყო, ვიდრე დღეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2017. 08:11
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სიმონ კილაძე: 1970-80-იანი წლების შუახანებამდე NATO-ში გაწევრიანება უფრო იოლი იყო, ვიდრე დღეს!
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 23:40

 

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე საქართველოს NATO -ში გაწევრანების პერსპექტივებს მიმოიხილავს:


 

„1970-80-იანი წლების შუახანებამდე NATO - ში გაწევრიანება ბევრად უფრო იოლი იყო, ვიდრე დღეს.

 

საკმარისი იყო რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს ეთქვა, საბჭოთა კავშირი მავიწროვებს, მემუქრება, ტერიტორიებს მართმევს, ბუნტს მიწყობს და ა.შ., რომ ბრიუსელი დიდხანს არ იყოყმანებდა.. რა დემოკრატია, რის რეფორმები... "განცხადებაში" დააფიქსირებდი, რომ ჩემი ერთადერთი იმედი ჩრდილოატლანტიკური ალიანსში მიღებაა და მიშველეთო.

დაახლოებით ასე მიიღეს თურქეთი, გფრ და სხვები...

საბჭოთა კავშირის დაშლას მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლაც მოჰყვა და როცა NATO -ში მიღების მსურველები ძალიან მომრავლდა, სწორედ მაშინ დააწესეს შეზღუდვა - "მაპ"-ის პირობებს თუ შეასრულებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებთო (დემოკრატიული მართვის სისტემა, სამხედრო რეფორმები, კანონის უზენაესობა, ტერიტორიისა და საზღვრების კონტროლი...). ბოლო ათი და უფრო მეტი წელია, რომ "მაპ"-ის გარეშე, პირდაპირ, NATO -ში არავინ მიუღიათ, მაგალითად, ასე: " NATO -ს სამიტს. განცხადება. ლეიდიზ ენდ ჯენთლმინ, გთხოვთ მიმიღოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად, კარგად მოვიქცევი, რასაც მეტყვით, შევასრულებ და საერთოდ, მინდა თქვენს ოჯახში შემოვიდეო".

NATO -ს წევრობა დღეს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გულისხმობს როგორც ალიანსში შემსვლელი სახელმწიფოსათვის, ასევე დასტურის მიმცემი ქვეყნისთვისაც... მით უმეტეს, როცა არასტაბილურ რეგიონში ცხოვრობ... მით უმეტეს, როცა პრობლემები გვაქვს... ბრიუსელში უმეტესობას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ NATO -ს წესდების მე-5 მუხლის პრინციპი (ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის) ერთი მხრივ, ძალზე კეთილშობილურია, მაგრამ მეორე მხრივ, საფრთხის შემცველიც ჩვენნაირი ქვეყნების მიღების შემთხვევაში... ამიტომ გვერიდებიან... ამიტომაც სულ ერთსა და იმავეს გვიმეორებენ..."- წერს კილაძე. 


 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016